17:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-22 11:47:57, 429 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა - არიან დაშავებულები

რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აღნიშნავს, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის სამი ბავშვი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქს ჩამოაგდეს სამი FAB-500 250 კილოგრამიანი ავიაბომბი. ხარკოვის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ გაშვება განხორციელდა ბელგოროდიდან.

"ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ხარკოვის შევჩენკოვის რაიონში", - განაცხადა სინეგუბოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics