19:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 15:07:01, 379 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფაბრიკაში წიგნის ბაზრობა გაიმართება

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს ფაბრიკასთან - მულტიფუნქციურ სივრცესთან, რომლის ინიციატივით, 21-22 სექტემბერს წიგნის ბაზრობა გაიმართება. 

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი, მცირე ზომის, დამწყები, ან უკვე გამოცდილების მქონე გამომცმელობები, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობენ; წიგნის მაღაზიები ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, ფილმებსა თუ სხვა საკითხებზე; წიგნის ენთუზიასტები, რომლებიც სტუმრებს სპეციალურად შერჩეულ წიგნებს, პოსტერებს თუ თანამედროვე ბეჭდური ხელოვნების სხვა ნიმუშებს შესთავაზებენ.

“მოხარული ვართ, რომ ფაბრიკასთან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება და წელს უკვე მეორედ ვთავაზობთ ბიზნესებსა და მომხმარებლებს საინტერესო ღონისძიებას ბაზრობის სახით. ჩვენი მხარდაჭერით, პირველ შემთხვევაში, წარმატებით გაიმართა ვინტაჟური ნივთების გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკის მულტიფუნქციურ სივრცეში, ამჯერად კი ფაბრიკასთან ერთად ორგანიზებას ვუწევთ წიგნის ბაზრობას, რომელიც, ვფიქრობთ, არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისა და თანამოაზრის შეძენის, მკითხველებს კი მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი და ფაბრიკის თანამშრომლობა კი გრძელდება და მომავალშიც საინტერესო ერთობლივ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ღონისძიება შაბათს, 21 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება და კვირას, 22 სექტემბერს 21:00 საათზე დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა და ვორკშოპი ჩატარდება, მათ შორის ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, VAADS-ის სკოლის წიგნის დიზაინის გამოფენა დაათვალიერონ.

საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და წიგნის მაღაზიებს ბაზრობაში მონაწილეობის მიღებისთვის შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UypxhMzF1dd56eoE6





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics