04:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 13:48:29, 593 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა

ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა , - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად. ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოგვიწევს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სიძლიერეს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ნატომ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics