|
2024-09-14 11:08:05, 576 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას
პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს. "ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ახლო აღმოსავლეთის ომიც, სადაც მნიშვნელოვანია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. ვაშინგტონს და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ასევე ეხება ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება", - განაცხადა ბაიდენმა. სტარმერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო საქმე გლობალურ საკითხებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი არა მხოლოდ როგორც ტაქტიკაზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)