22:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 13:44:32, 508 ნახვა

ომი უკრაინაში
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას"უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, პლენკოვიჩი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

"პლენკოვიჩი მოგვიანებით შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს" - წერს მედია.

დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "ყირიმის პლატფორმის" სხდომაში.

პლენკოვიჩთან ერთად, უკრაინაში იმყოფებიან ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი რადოვან ფუკსი; ადმინისტრაციის, იუსტიციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი დამირ ჰაბიანი და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი.

შეგახსენებთ, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემიც ჩადიან. აგრეთვე, კიევში იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics