06:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 09:29:06, 418 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 ადამიანი.

კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების დაწესებულებები და ავტომობილები.

ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედროვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ “შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics