06:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 13:33:49, 490 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა. ამის შესახებ პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

სამხედროების ცნობით, პოლონეთში აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც “მათ შორის, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს“.

"პოლონეთის მონაცემებით, რუსული ავიაციის მსგავსი გააქტიურება, რომლის დროსაც დასავლეთ უკრაინაში დარტყმები განხორციელდა, უკანასკნელად დაფიქსირდა 8 ივლისს. მაშინ რუსეთმა მასობრივი სარაკეტო დარტყმა მიიტანა კიევზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლონელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურა ამოქმედებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics