|
2024-08-23 11:20:38, 640 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დამნაშავეებს, რომლებმაც ჩვენს სახლში ნანგრევები მოიტანეს, ნანგრევები საკუთარ სახლში ექნებათ
დამნაშავეებს, რომლებმაც ჩვენს სახლში ნანგრევები მოიტანეს, ექნებათ ნანგრევები საკუთარ სახლში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა დაიცავს დამოუკიდებლობას და ქვეყანას. "ამ ომში ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის, ჩვენი საკუთარი თავისუფლების და ღირსების, საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი სახელმწიფოს და იმის უფლებისთვის, რომ დამნაშავეებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინის დასანგრევად და მოიტანეს ნანგრევები ჩვენს სახლში, ნამდვილად ექნებათ ნანგრევები საკუთარ სახლში. უკრაინის ისტორიულმა გზამ და ჩვენი ეროვნული ფერების სულისკვეთებამ გვასწავლა, რომ უკრაინა ძლიერდება და თავის მიზნებს აღწევს მხოლოდ იმ პირობით, როდესაც ჩვენი ხალხი ნამდვილად ერთადაა, ერთიანია ლურჯ-ყვითელი დროშისთვის, უკრაინისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)