2024-08-15 16:54:06, 689 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინამ პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა
კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინამ პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხედრო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
სირსკის თქმით, პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.
“კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 82 დასახლებაზე აიღეს, რაც 1 150 კვ.კმ-ს შეადგენს",- აღნიშნა სირსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,