2024-07-09 13:03:38, 782 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენმა უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმების ტალღა უკრაინაში, რომლის დროსაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა.
ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის სისასტიკის შეხსენებაა.
“პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის სისტემას და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან მომენტში და არ უგულებელვყოთ რუსეთის აგრესია“,- აღნიშნა ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,