|
2024-07-08 15:21:13, 511 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან - რუსეთმა ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს
რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე იერიშის მიტანას. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა კი, ამ დროისთვის უცნობია. "კიევის ბავშვთა საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში. "ოხმადტიტმა" ათასობით ბავშვი გადაარჩინა. ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. შეუძლებელია, რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად, კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი",- წერს ზელენსკი Telegram-ზე. ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს, დაიბომბა ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტი". კიევზე თავდასხმის შედეგად, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)