|
2024-06-11 14:51:09, 682 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა ომი დასრულდება და ჩვენ უკრაინას აღვადგენთ
დღეს არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება, ჩვენ აღვადგენთ უკრაინას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც შოლცი აღნიშნავს, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა იქნება უფრო ძლიერი და თავისუფალი, ვიდრე აქამდე იყო. „უკრაინისთვის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციას დასწრებოდნენ რეგიონების, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ აღდგენაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე. ვფიქრობ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის ტერორისგან თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს. მილიონზე მეტი შემოვიდა გერმანიაში. დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას. ის იქნება უფრო ძლიერი, თავისუფალი და უფრო აყვავებული, ვიდრე აქამდე იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)