20:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 09:14:24, 642 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს საღამოს ბერლინში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენეციაში და მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართავს.

"რუსული საჰაერო ტერორის პირობებში, გადაუდებელი გადაწყვეტილებები უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ ოლაფ შოლცთან შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. 

ასევე მედიის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასთან, ასევე ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იწვრთნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics