13:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-08 14:03:53, 353 ნახვა

ეკონომიკა
შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის  გაფორმდა სასესხო შეთანხმება - „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა“ (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა). ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა. 

"პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით. 

პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ დეტალურ შესწავლას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.
პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა ასევე ხელი მოაწერეს საპროექტო შეთანხმებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics