17:56 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 12:00:23, 841 ნახვა

სპეციალური ანონსი
კალაძე - ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების  ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე განხილული იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება-განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და სხვა საკითხები.

„ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავსი ფორუმების ჩატარებას. სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით გვეხმარება ის სიახლეები და ინიციატივები, რაც აქ ჟღერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics