2024-03-20 17:52:15, 1244 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
როგორც ტერეხოვი აცხადებს, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და ასევე არიან დაშავებულებიც.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაბომბვის ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა და ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
მისივე თქმით, რუსებმა სამოქალაქო სამრეწველო საწარმოს დაარტყეს.
"სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 3. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებთან მიახლოება ხანძრის გამო ამ დრომდე შეუძლებელია", - განაცხადა ტერეხოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,