|
2024-03-13 11:44:40, 717 ნახვა
ეკონომიკა
ESG-ის მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას და გაეროს განვითარების პროგრამას პროექტის მხარდაჭერისთვის. „მოგეხსენებათ, რესურსების მდგრადი მართვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მაჩვენებლები ცირკულარული ეკონომიკის კომპონენტია, რაც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და შესაბამისად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები ინვესტიციების განხორციელებისას გარემოს დაცვის, სოციალური და კორპორაციული მმართველობის საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. კონცეფციის თანახმად, მდგრადი განვითარებისთვის, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანია ESG მაჩვენებლების დანერგვა. შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისა და მწვანე ზრდის პროცესში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და მდგრადი დაფინანსების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი დარიუშ პრასეკი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან საბაზისო ცოდნის გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ხუთი თემატური შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ მიერ ხორციელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)