03:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 15:06:06, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე იმსჯელეს, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ადასტურებს, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

დუდას განცხადებით, პარიზში შეხვედრის დროს მოკავშირეებმა აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

"ყველაზე ემოციური დისკუსია გაიმართა უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის თემაზე და აქ არანაირი თანხმობა არ იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ცალკეული ქვეყნები თავად წყვეტენ, როგორ დაეხმარებიან უკრაინას",- განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, მოკავშირეები უახლოეს მომავალში უკრაინაში შეიარაღების მოცულობითი პარტიის გაგზავნას შეძლებენ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics