10:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 09:45:45, 1264 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 407 240-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 407 240-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 22 თებერვლის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 407 240;
  • ​ტანკი - 6 523;
  • ჯავშანტექნიკა - 12 373;
  • საარტილერიო სისტემა - 9 867;
  • სარაკეტო სისტემა - 997;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 680;
  • თვითმფრინავი - 339;
  • ვერტმფრენი - 325;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 7 596;
  • საკრუიზო რაკეტა - 1 903;
  • გემი/ნავი/კატარღა - 25;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 12 924;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 1 566.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics