09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 14:55:49, 1365 ნახვა

ომი უკრაინაში
BBC - უკრაინამ რუსების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც BBC წერს, შემთხვევა დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მოხდა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 2 სარაკეტო იერიში, სავარაუდოდ, HIMARS MLRS-დან 20 თებერვალს განახორციელეს.

"საწვრთნელ ბაზაზე 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ",- წერს BBC.

მომხდართან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics