|
2024-02-20 09:13:28, 1108 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას დრონებს გადასცემს
კანადის მთავრობა უკრაინას SkyRanger R70-ის ტიპის 800-ზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა. როგორც უცხოური მედია წერს, SkyRanger-ი აღჭურვილია ავტონომიური სანავიგაციო სისტემებით და შეუძლია 3,5 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა, საბრძოლო მასალის ჩათვლით. ისინი განკუთვნილია სათვალთვალო და სადაზვერვო მისიებისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მარაგის ტრანსპორტირებისთვის. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეორე წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ეს უპილოტო საფრენი აპარატები დააკმაყოფილებენ უკრაინის ზოგიერთ ყველაზე გადაუდებელ თავდაცვით საჭიროებას",- აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზმში. მედიის ინფორმაციით, დრონების ღირებულება 70 მილიონ დოლარზე მეტია. „დღევანდელი განცხადება უზრუნველყოფს, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც მას სჭირდება, რათა აღმოაჩინოს და დაადგინოს სამიზნეები, რომლებიც კრიტიკულია უკრაინის მიმდინარე ბრძოლისთვის. კანადა დადგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“,- ამბობს ბლერი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)