09:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 17:20:40, 1301 ნახვა

ომი უკრაინაში
უმეროვი - ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას

ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

როგორც უმეროვი აღნიშნავს, უკრაინის არმიამ გაკვეთილი მიიღო და  თავდაცვის სამინისტროს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ვითარება ფრონტის სხვა მიმართულებით არ განმეორდეს.

„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ მტერმა ვერ გამოიყენოს საზენიტო რაკეტები, გვჭირდება განადგურების შორი დისტანციური საშუალებები მტრის საწყობების გასანადგურებლად, გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. ჩვენ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ვაშენებთ და ვამაგრებთ სიმაგრეებს. გადაწყვეტილება, ხალხის დაცვა სწორია. ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას“, - განაცხადა უმეროვმა.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი ავდეევკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს, უკრაინული ჯარი პოზიციებს ქალაქის მისადგომებთან ამაგრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics