13:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 23:23:29, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ალექსანდრე სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა ფრონტზე პოზიციებს გააძლიერებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნის შემდეგ , უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

როგორც ერმაკი აღნიშნავს, სიტუაცია ფრონტის ხაზზე ახლა ნამდვილად რთულია.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, თუმცა ახლა სიტუაცია მართლაც რთულია.

უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არამხოლოდ რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მათი დამარცხება და მიწების გათავისუფლება. ორი წლის წინ ამის ძალიან ცოტას სჯეროდა. ამ ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აჩვენა, რომ ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმოქმედებთ. ჩვენ ყოველდღე ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არამხოლოდ შეგვიძლია თავი დავიცვათ, არამედ შეგვიძლია გავიმარჯვოთ", - განაცხადა ერმაკმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი გუშინ, 8 თებერვალს დანიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics