13:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 09:00:13, 1171 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - წელს ჩვენი ამოცანა რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენებაა

ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო ფარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ რუსეთისთვის სისტემატური ზარალის მიყენება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, „ტერორისტების განადგურება და მათთვის პასუხის გაცემა სამართლიანია".

„ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთს ყველა რაკეტაზე, ყოველ „შაჰედზე“. ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ ის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის გაყინულ აქტივებს - როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებს. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ გადაიხადოს იმის საფასური, რასაც აკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება, მალე იყოს მიღებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics