01:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 18:35:25, 758 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტო სულ მცირე თხუთმეტ სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტით 330 მლნ ლარია გამოყოფილი. 

„მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. განხორციელებული პოლიტიკის შედეგად,  ყოველწლიურად იზრდება როგორც აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები.  2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ. ლარს გადააჭარბებს ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 180%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რომელიც 2023 წელს, ჯამურად,  455 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics