15:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 10:39:07, 1231 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 4 დრონი გავანადგურეთ

უკრაინამ, 27 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 4 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.

"2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან) Shahed-136/131 ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics