2024-01-09 13:51:24, 1185 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა
პუტინს არც გაყინული კონფლიქტი სურს და არც მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინაც კი, თუ დასავლეთის დახმარება დასრულდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რადგან დემოკრატია, უსაფრთხოება და მსოფლიოს კეთილდღეობა საფრთხეშია...
თუნდაც რაციონალური თვალსაზრისით, წმინდა რეალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია დახმარების გაწევა ახლა, რათა მომავალში კრიზისი თავიდან ავიცილოთ",- აცხადებს კულება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,