2024-01-08 14:09:00, 1399 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კრივოი როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრი და ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ 3 ადამიანს ეძებენ.
იერიშის შედეგად დაშავებულია ერთი მოქალაქე.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებიც დაბომბეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,