2024-01-08 12:06:47, 1357 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს.
ლისაკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვია.
მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგსაც დაარტყეს, სადაც დაზიანდა სავაჭრო ცენტრი და კერძო სახლები. ასევე დაშავდა 58 წლის კაცი, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,