2024-01-03 15:12:48, 1298 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გავანადგურეთ
ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რაკეტები ბელგოროდის რეგიონის თავზე განადგურდა.
„დღეს, დილით, 3 იანვარს კიევს ჰქონდა მორიგი მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. რაკეტები განადგურდა ბელგოროდის რეგიონის თავზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,