2024-01-03 09:51:13, 1029 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევსა და ხარკოვზე რუსეთის თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - დაშავებულია ათობით ადამიანი
რუსეთის მიერ კიევსა და ხარკოვზე რაკეტებით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
თვითმხილველები Reuters-თან აცხადებენ, რომ აფეთქებებმა ზიანი მიაყენა საცხოვრებელ კორპუსებსაც.
ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,