2023-12-26 12:31:44, 1283 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსულმა მხარემ სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა
რუსულმა მხარემ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკიზე“ თავდასხმა დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სადესანტო გემს უკრაინული თვითმფრინავი მართვადი რაკეტებით დაესხა თავს.
ამასთან, როგორც ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი აცხადებს, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასი“ გაანადგურეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,