10:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 09:06:31, 1156 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება განსაკუთრებით მაშინ, როცა F-16-ებს მივიღებთ

თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდება, როდესაც ქვეყანა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს.

„გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს თითქმის 30 „შაჰიდი“, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო.

თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე, როგორც F-16-ის თვითმფრინავებს", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics