10:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 12:36:36, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 88-ჯერ დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პროკუდინი Telegram-ზე წერს, ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, "გრადებიდან", ტანკებიდან, ZU-23-2-დან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 425 ჭურვი ისროლეს.

პროკუდინის ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 9 პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ღამით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრალური ნაწილიც დაბომბა.

"საარტილერიო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე ადგილზევე დაიღუპნენ.

მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას მამაკაცის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ უბანშიც იპოვეს. მისი ვინაობა დგინდება.

54 წლის ხერსონელმა კაცმა კონტუზია და ფეხის დაზიანება მიიღო. დახმარების შემდეგ მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე",- წერს მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics