2023-12-21 15:09:22, 1318 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლი დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი სერგეი ლისაკი Telegram-ზე ავრცელებს.
ლისაკის თქმით, თავდასხმა მძიმე არტილერიით განხორციელდა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი და დაიღუპა 2 ადამიანი.
„დილით რუსეთის არმიამ მძიმე არტილერიით დაბომბა ნიკოპოლი. დაიღუპა 2 ქალი - 46 და 60 წლის და დაშავდა 86 წლის მამაკაცი. ის მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს ლისაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,