|
2023-12-21 09:29:48, 1149 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 გავანადგურეთ
უკრაინამ, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება სამი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქიდან. "21 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტები უკრაინას Shahed-136/13-ის ტიპის დრონებით დაესხნენ თავს. დრონების გაშვება სამი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქიდან. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 34-ის ჩამოგდება. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები. საზენიტო თავდაცვა მუშაობდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიას, ნიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის რეგიონებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)