2023-12-16 11:39:12, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 30 გავანადგურეთ
15-16 დეკემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 31 დრონით დაესხნენ თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით, უკრაინელებმა 30 დრონის განადგურება შეძლეს.
გენშტაბის ინფირმაციით, დრონები დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,