2023-12-13 12:52:08, 701 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 626.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 626.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 584.3 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 042.1 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3 პროცენტით).
საქსტატის ცნობითვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8 457.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

ავტორი: ექსპრესნიუსი,