2023-12-13 10:37:00, 1503 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - დაშავდა 53 ადამიანი [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
კლიჩკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
"ღამის თავდასხმის შედეგად სულ დაშავდა 53 ადამიანი. მათგან 20, მათ შორის 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა 33 დაშავებულს ადგილზე გაუწიეს დახმარება", - წერს კლიჩკო.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ბავშვთა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,