07:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:51:35, 1396 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.

სინეგუბოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა ერთი ადამიანი.

"დღეს ქალაქ კუპიანსკში რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, 79 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - წერს სინუბეგოვი.

მისივე თქმით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics