2023-12-06 23:32:03, 1184 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, უკრაინისათვის დაფინანსების არდამტკიცება უდიდესი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი უკრაინას არ დასჯერდება.
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ეს ჩვენი მეგობრების საერთაშორისო ინტერესებშია", - განაცხადა ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,