05:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:36:08, 1428 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, კუპიანსკში ჯარისკაცებს შეხვდა და ისინი მედლებით დააჯილდოვა.

"კუპიანსკის მცველების ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტი. დიდი პატივია ჯარისკაცების მონახულება და მათთვის ჯილდოების გადაცემა.

კუპიანსკის ფრონტზე მებრძოლები უკრაინელების, ხარკოვის ოლქში მცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას იცავენ. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს ამ სამსახურისთვის და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის! გისურვებთ გამარჯვებასა და ძალას", - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, ჯარისკაცებთან შეხვედრას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკიც ესწრებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics