2023-11-27 19:16:27, 1368 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ
დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები უკრაინისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, სამხედრო მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ ვერ მოახერხა ფრონტის ხაზის მნიშვნელოვნად გადაადგილება და "ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ დასავლეთმა სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთი".
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,