2023-11-26 13:12:30, 1412 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, 25 ნოემბერს დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შემთხვევა ვოსკრესენეცში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, გუშინვე კიდევ ერთი მოქალაქე კალინოვოში დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,