2023-11-26 12:46:58, 1474 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გავანადგურეთ
26 ნოემბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 8 გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"26 ნოემბრის ღამეს, ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) 9 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად, უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 8 დრონი",- აღნიშნულია საჰაერო ძალების მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,