15:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 17:40:31, 2028 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობაევკა კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 4 დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, სოფელი ჩერნობაევკა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

ერმაკის თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმისთვის კასეტური ჭურვები გამოიყენეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

"რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა", - წერს ერმაკი.

ამასთან, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics