2023-11-17 16:15:44, 1827 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ამზადებს ოპერაციას, სახელწოდებით „მაიდანი 3“, რომლის მიზანიც უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა
რუსეთი ამზადებს ოპერაციას, სახელწოდებით „მაიდანი 3“, რომლის მიზანიც უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორ ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ქვეყნის მოკავშირეებიც ადასტურებენ.
"რუსეთი ცდილობს, დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,