|
2023-11-15 10:28:54, 676 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი
12-14 ნოემბერს, ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მწარმოებლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი აგროსასურსათო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს გამოფენაზე წარმოადგინონ. U.S. Private Label Trade Show-ში ქართული მეწარმეები წელს პირველად მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ხარისხიანი აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, რომ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე მეწარმეებმა დივერსიფიცირებულ ბაზრებზე პოზიციონირება შეძლონ”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გამოფენის ფარგლებში, თენგიზ ნასარიძე private label manufacturers association-ის ვიცე-პრეზიდენტს, ენტონი ალოიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს. ქართულ სტენდზე კომპანიების - შპს NUTSGE, შპს „ფარკონი”, შპს „ჯეოფლაუერი”, შპს „ბატონო”, შპს „ცეზარი”, შპს „მაისი 2020” წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნა და სუნელები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელშეწყობით იყო წარმოდგენილი. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. U.S. Private Label Trade გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გამოფენას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი თორნიკე ნიკვაშვილი და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი ესწრებოდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)