2023-11-14 20:24:47, 1483 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - 2024 წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება
2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.
ერმაკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იცის თუ როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.
"ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა ერმაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,