2023-11-12 11:49:51, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
11 ნოემბერს, დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსებმა 2 ადამიანი ტორეცკში, ერთი კი მინკოვკაში მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მედიის ინფორმაციით, ოლქში, ომის დაწყებიდან დღემდე, 1 769-მდე მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 4 294-მდე დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,